Atos Medical PROVOX Vega Mode D'emploi page 105

Table des Matières

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 13
სტანდარტული Provox Vega-ს ხმის პროთეზის ეზოფაგეალური ფლანგის
დამჭერად Provox Capsule*-ში. ამ პროცედურის დროს არ გამოიყენება
ჩატვირთვის მილი.
შენიშვნა: ეს პროცედურა აღწერს მხოლოდ Provox Vega-ს ჩატვირთვის პროცესს
Provox Capsule-ში. TE-პუნქციაში შეყვანის შესახებ ინფორმაციისათვის გთხოვთ
იხილოთ Provox Capsules-ის გამოყენების ინსტრუქციები.
ჩასვით პროთეზი Provox Capsule-ში
1.
მოუჭირეთ დამჭერ ხელსაწყოს თითები და მოათავსეთ კაფსულა დამჭერი
ხელსაწყოს ნაპრალში (სურ. 13). მოუჭირეთ დამჭერ ხელსაწყოს ორივე
მხრიდან ისე, რომ საჩვენებელი თითი დააჭიროთ კაფსულას (სურ. 14).
ძლიერად დააწექით შეყვანის შტიფტს; ეს ჩატვირთავს ხმის პროთეზის
ეზოფაგეალურ ფლანგს კაფსულაში.
2.
შეამოწმეთ ჯეროვანი დატვირთვა
ახლა, ხმის პროთეზი ჩატვირთულია Provox Capsule-ში და შესაძლებელია
შეყვანის შტიფტიდან დამჭერი ხელსაწყოს მოხსნა. დარწმუნდით, რომ
ეზოფაგეალური ფლანგი კაფსულის შიგნით არის მოთავსებული (სურ.
15). თუ ხმის პროთეზი არასათანადოდ არის დაკეტილი, ჩატვირთვის
პროცესი უნდა განმეორდეს ახალი Provox Capsule-ით.
მოხსენით ხმის პროთეზი და მოამზადეთ TE პუნქცია (იხილეთ თავი
3.
2.2 პუნქტები 6 და 7) და მოათავსეთ ხმის პროთეზი Provox Capsule-ის
მოხმარების წესების შესაბამისად.
* არ არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.
2.4 Provox Insertion System-ის აწყობა და
გადატვირთვა
თუ Provox Vega-ს TE-პუნქციაში ჩასმის პირველი მცდელობა წარუმატებელი
იყო, შესაძლებელია ხმის პროთეზის გადატვირთვა Provox Insertion System-ში.
განათავსეთ ხმის პროთეზი
დაიჭირეთ ხმის პროთეზი ტრაქეალური მხრიდან ისე, რომ სახით
1.
შეყვანის შტიფტის თავს უყურებდეს.
სამაგრ ნაპრალში ორივე მხრიდან შეიყვანეთ და დაამაგრეთ დამცავი
2.
თასმა.
დარწმუნდით, რომ ხმის პროთეზი სათანადოდ არის განთავსებული
3.
შეყვანის შტიფტზე, მყარად არის დამაგრებული და შტიფტის წვერი
მთლიანად არის შესული ხმის პროთეზის ლურჯ რგოლში (სურ. 3).
შეაერთეთ დამჭერი ხელსაწყო
შეიყვანეთ შეყვანის შტიფტი დამჭერი ხელსაწყოს ღიობში, სანამ
4.
ადგილზე არ ჩაჯდება. გაქაჩეთ შტიფტი, სანამ შტიფტი არ ჩამაგრდება
დამჭერ ხელსაწყოში (სურ. 16). Provox Insertion System -ა მზად არის
მოსამზადებლად. განაგრძეთ მომზადება, როგორც ეს აღწერილია თავში
2.2.
გაფრთხილება: არ გადატვირთოთ ორჯერზე მეტად. თუ Provox Vega-ს
ხმის პროთეზს აღენიშნება დაზიანების რაიმე ნიშნები, არ გამოიყენოთ ის.
2.5 პროცედურის დასრულება
ჩადგმის შემდეგ:
უზრუნველყავით შესაბამისი შეერთება
დარწმუნდით ხმის პროთეზის სათანადო მდებარეობაში შესაყვანი
1.
შტიფტის მობრუნებითა და ნაზი გაქაჩვით (სურ. 17). პროთეზი იდეალურ
მდგომარეობაშია, როდესაც დამცავი თასმა ქვევით არის მიმართული.
შეამოწმეთ ჯეროვანი ფუნქციონირება
გახეხეთ Provox Vega Provox ჯაგრისით. შეამოწმეთ პროთეზის ჯეროვანი
2.
ფუნქციონირება, სთხოვეთ პაციენტს ისაუბროს და დააკვირდით, ხომ
არ ჟონავს პროთეზი, როდესაც პაციენტი წყალს სვამს (სურ. 18).
გაჭერით დამცავი თასმა
მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ პროთეზი სწორად არის
3.
მოთავსებული, გაჭერით დამცავი თასმა ისე, რომ განლაგდეს
ტრაქეალური ფლანგის დონეზე (სურ. 19). ახლა Provox Vega-ს ხმის
პროთეზი მზად არის გამოყენებისთვის.
3. მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პაციენტისთვის
3.1 ზოგადი ინფორმაცია
დარწმუნდით, რომ პაციენტს ესმის, რომ უნდა დაუკავშირდეს ექიმს, თუ:
• პროთეზში ან მის გარშემო გამონაჟონი შეინიშნება (ხველება და/ან
ლორწოს ფერის შეცვლა).
• საუბარი გართულდება (დიდი ძალისხმევაა საჭირო და/ან ხმა ჟღერს
დაძაბულად).
• პუნქციის ადგილას ან სტომას ზონაში შეინიშნება ანთების ან
ქსოვილის შეცვლის ნიშნები (ტკივილი, სიწითლე, ცხელება, შეშუპება,
სისხლის კვალი ჯაგრისზე გამოხეხვის შემდეგ).
ასევე, აცნობეთ პაციენტს, რომ:
• პროთეზის შეცვლის შემდეგ, ნერწყვში შეიძლება შეინიშნებოდეს
სისხლის კვალი. ეს შეიძლება იყოს განპირობებული TE პუნქციის
კიდეებზე გრანულაციური ქსოვილით.
• Provox Vega Plug-ი შეიძლება გამოყენებულ იქნას დროებით ხმის
პროთეზიდან გაჟონვის შესაჩერებლად.
• ოპტიმალური
ხმის
ჟღერადობის
მისაღებად,
თავისუფალი
105

Publicité

Table des Matières
loading

Produits Connexes pour Atos Medical PROVOX Vega

Table des Matières