Atos Medical PROVOX Vega Mode D'emploi page 104

Table des Matières

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 13
დილატაციამ და/ან გაპოხვამ შეიძლება გაამარტივოს შეყვანა.
2.
ჩასვით ხმის პროთეზი
ერთი ხელით მყარად დაიჭირეთ ჩატვირთვის მილი და მეორე ხელით
დააწექით შეყვანის შტიფტს, სანამ ისრები მოჭიდების დისტალურ
ზედაპირზე არ განლაგდება დამჭერი ხელსაწყოს ქვედა კიდის დონეზე
(სურ. 7). ამ დონეზე, ხმის პროთეზის ეზოფაგეალური ფლანგი მთლიანად
თავისუფლდება საყლაპავ მილში.
3.
გაათავისუფლეთ ხმის პროთეზი
ერთად გამოქაჩეთ ჩატვირთვის მილი და დამჭერი ხელსაწყო პუნქციიდან.
ხმის პროთეზი რჩება პუნქციაში; ჯერ კიდევ მყარადაა დამაგრებული
შეყვანის შტიფტზე.
დაასრულეთ პროცედურა
4.
ჩასმის შემდეგ, დაასრულეთ პროცედურა ისე, როგორც ეს აღწერილია
თავში 2.5.
2.3.2 მეთოდი 2: მილის ჩასმა
ხილვადობის გასაუმჯობესებლად, შესაძლებელია დამჭერი ხელსაწყოს
მოხსნა მას შემდეგ, რაც პროთეზი შევა ჩასატვირთ მილში.
შენიშვნა: პროთეზის დატვირთვისას აუცილებლია, რომ Provox Insertion
System-ა ყოველთვის გამოიყენოთ დამჭერ ხელსაწყოსთან ერთად იმისათვის,
რომ უზრუნველყოთ ეზოფაგეალური ფლანგის ჯეროვანი დაჭერა.
1.
მოხსენით დამჭერი ხელსაწყო
მოხსენით დამჭერი ხელსაწყო მისი გახსნისა და ჩატვირთვის მილიდან
გამოერთების გზით (სურ. 8).
შეიყვანეთ TE-პუნქციაში
2.
დაიჭირეთ Provox Insertion System-ა ჩატვირთვის მილით. შეიყვანეთ
ჩატვირთვის მილის წვერი პუნქციაში. რაიმე წინაღობის შემთხვევაში,
პროცედურა განაგრძეთ სიფრთხილით. წინაღობის შემთხვევაში,
დილატაციამ და/ან გაპოხვამ შეიძლება გაამარტივოს შეყვანა.
ჩასვით ხმის პროთეზი
3.
დააწექით შეყვანის შტიფტს მეორე ხელით, სანამ ისრები მოჭიდების
დისტალურ ზედაპირზე არ განლაგდება ჩატვირთვის მილის დონეზე
(სურ. 9). ამ დონეზე, ხმის პროთეზის ეზოფაგეალური ფლანგი მთლიანად
თავისუფლდება საყლაპავ მილში.
გაათავისუფლეთ ხმის პროთეზი
4.
ერთი ხელით დაიჭირეთ ჩატვირთვის მილი, ხოლო მეორე ხელით
შეყვანის შტიფტი. გამოქაჩეთ ჩატვირთვის მილი და შეყვანის შტიფტი
მანამ, სანამ არ იგრძნობთ, რომ ეზოფაგეალურიმა ფლანგმა მიაღწია
საყლაპავის გარეთა კედელს. შემდეგ, გაუშვით შეყვანის შტიფტს
ხელი და გამოქაჩეთ ჩატვირთვის მილი პირდაპირ პუნქციიდან. ეს
გაათავისუფლებს ტრაქეალურ ფლანგს.
შენიშვნა: თუ ტრაქეალური ფლანგი თავისუფლდება საყლაპავის
ან პუნქციის შიგნით (გაუთვალისწინებელი გადახრა), დაიჭირეთ
ტრაქეალური ფლანგი უკბილო სისხლდენის შესაჩერებელი მომჭერით
და მოქაჩეთ/ადგილზე მოაბრუნეთ ხმის პროთეზი.
დაასრულეთ პროცედურა
5.
ჩასმის შემდეგ, დაასრულეთ პროცედურა ისე, როგორც ეს აღწერილია
თავში 2.5
2.3.3 მეთოდი 3: განმეორებითი შეყვანა
ზოგჯერ Provox Vega-ს ხმის პროთეზის განმეორებითი შეყვანა შეიძლება
შესრულდეს ეზოფაგეალური ფლანგის სხვადასხვა TE პუნქციებში სრული
განვითარების უზრუნველსაყოფად.
1.
მოხსენით დამჭერი ხელსაწყო (არჩევითი)
პროთეზის ჩატვირთვის მილში შეყვანის შემდეგ, მოხსენით დამჭერი
ხელსაწყო მისი გახსნისა და ჩატვირთვის მილიდან გამოერთების გზით
(სურ. 8).
2.
შეიყვანეთ TE-პუნქციაში
დაიჭირეთ Provox Insertion System-ა ჩატვირთვის მილით. შეიყვანეთ
ჩატვირთვის მილის წვერი პუნქციაში. რაიმე წინაღობის შემთხვევაში,
პროცედურა განაგრძეთ სიფრთხილით. წინაღობის შემთხვევაში,
დილატაციამ და/ან გაპოხვამ შეიძლება გაამარტივოს შეყვანა.
3.
ჩასვით ხმის პროთეზი
მყარად დაიჭირეთ დამჭერი ხელსაწყო ერთი ხელით, ხოლო მეორე
ხელით მიაწექით შეყვანის შტიფტს, სანამ არ გაცდება მოჭიდების
პროქსიმალურ ზედაპირს (სურ. 10). ამ დონეზე, ხმის პროთეზი სრულად
თავსდება საყლაპავში (სურ. 11).
აწყობილი დამჭერი ხელსაწყოს გამოყენებით განმეორებითი შეყვანის
შემთხვევაში, შეყვანის შტიფტს დააწექით ისე, რომ გაცდეს მოჭიდების
დისტალურ ზედაპირს. ამ დონეზე, ხმის პროთეზი სრულად თავსდება
საყლაპავში (სურ. 12).
4.
გაათავისუფლეთ ხმის პროთეზი
გამოქაჩეთ ჩატვირთვის მილი პირდაპირ პუნქციიდან. პროთეზი რჩება
საყლაპავში; ჯერ კიდევ მყარადაა დამაგრებული შეყვანის შტიფტზე.
დაიჭირეთ ტრაქეალური ფლანგი უკბილო სისხლდენის შესაჩერებელი
მომჭერით და მოქაჩეთ/ადგილზე მოაბრუნეთ ხმის პროთეზი.
5.
დაასრულეთ პროცედურა
ჩასმის შემდეგ, დაასრულეთ პროცედურა ისე, როგორც ეს აღწერილია
თავში 2.5
2.3.4 მეთოდი 4: კაფსულის ჩასმა
Provox Insertion System-ის დამჭერი ხელსაწყო შეიძლება გამოყენებულ იქნას
104

Publicité

Table des Matières
loading

Produits Connexes pour Atos Medical PROVOX Vega

Table des Matières