EGO AURA-R2 RMR1500E Mode D'emploi page 524

Table des Matières
-
უცხო საგანზე დარტყმის შემდეგ, მოწყობილობის
დაზიანებაზე შესამოწმებლად;
-
თუ მოწყობილობა იწყებს უჩვეულო ვიბრაციას და
გადატვირთვამდე დაზიანების შესამოწმებლად;
ფიზიკური დაზიანების ან უბედური შემთხვევის დროს
მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
არ ჩადოთ ელექტრომომარაგების და დაბალი ძაბვის
კაბელები სამუშაო ადგილზე, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს კაბელების დაზიანება.
არ შეაერთოთ დაზიანებული კაბელი ან შტეფსელი, არ
შეეხოთ დაზიანებულ კაბელს, სანამ არ გამორთავთ
დენის წყაროდან. თუ კაბელი ექსპლუატაციის დროს
დაზიანდა, გამოაერთეთ შტეფსელი დენის წყაროდან.
დაზიანებული ან გახეხილი დენის სადენი ზრდის დენის
დარტყმის რისკს. დაზიანებული კაბელი უნდა შეცვალოს
მომსახურე პერსონალმა.
არასოდეს გამოიყენოთ პროდუქტი, თუ დამტენი
სადგურის საფარი დაზიანებულია.
გამოიყენეთ დიფერენციალური ძაბვის მოწყობილობა
(RCD) მაქსიმუმ 30 მა გათიშვის ძაბვით, როდესაც კვების
წყაროს კვების როზეტთან შეაერთებთ.
პროდუქტი დამუხტეთ მხოლოდ დამტენი სადგურის
გამოყენებით. არასწორმა გამოყენებამ შეიძლება
გამოიწვიოს ელექტროშოკი, გადახურება ან
აკუმულატორიდან კოროზიული სითხის გაჟონვა.
ელექტროლიტის გაჟონვის შემთხვევაში, ჩამორეცხეთ
წყლით/მანეიტრალებელი საშუალება. თვალებში
კოროზიული სითხის მოხვედრის შემთხვევაში მიმართეთ
სამედიცინო დახმარებას.
გამოიყენეთ მხოლოდ ორიგინალი EGO აკუმულატორი.
პროდუქტის უსაფრთხოების გარანტირება შეუძლებელია
ორიგინალი აკუმულატორის გარეშე. არ გამოიყენოთ არა-
დატენვადი აკუმულატორები.
ჭექა-ქუხილის საშიშროების შემთხვევაში, გირჩევთ,
გათიშოთ დამტენი სადგურის და RTK სადგურის დენის
წყარო. თუ ჭექა-ქუხილის საფრთხე აღარ არსებობს,
ხელახლა შეაერთეთ ელექტრო კვების კაბელი.
მფლობელი პასუხისმგებელია სხვა ადამიანების ან
ქონების მიმართ წარმოქმნილ უბედურ შემთხვევებზე ან
საფრთხეებზე.
პროდუქტის ექსპლუატაცია, მოვლა და შეკეთება უნდა
განახორციელონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებიც
სრულად იცნობენ მის განსაკუთრებულ მახასიათებლებს
და უსაფრთხოების რეგულაციებს.
დაუშვებელია პროდუქტის საწყისი დიზაინის შეცვლა.
დაიცავით ეროვნული წესები ელექტრო უსაფრთხოების
შესახებ.
KA
არ დაამონტაჟოთ დამტენი სადგური, ნებისმიერი
აქსესუარის ჩათვლით ისეთ ადგილზე, რომელიც
ნებისმიერი აალებადი მასალის ქვემოთ ან 60სმ-ის
დიაპაზონშია. გაუმართაობის შემთხვევაში შეიძლება
მოხდეს დამტენი სადგურის გაცხელება და შექმნას
ხანძრის პოტენციური რისკი.
524
ᲠᲝᲑᲝᲢᲣᲚᲘ ᲡᲐᲗᲘᲑᲘ — RMR1500E/RMR3000E/RMR6000E
არ განათავსოთ დენის წყარო ისეთ სიმაღლეზე,
საიდანაც არსებობს წყალში ჩაძირვის რისკი. არ
განათავსოთ კვების წყარო მიწაზე. დაუშვებელია
ელექტრო კვების წყაროს კაფსულაში მოქცევა.
კონდენცირებულმა წყალმა შეიძლება ზიანი მიაყენოს
ელექტრომომარაგებას და გაზარდოს დენის დარტყმის
რისკი.
მოარიდეთ ხელები და ფეხები მბრუნავ საჭრელ
პირებს. არ მოათავსოთ ხელები ან ფეხები პროდუქტის
მახლობლად ან ქვემოთ, როდესაც ის მუშაობს.
შეაჩერეთ პროდუქტი, როდესაც სამუშაო ზონაში
იმყოფებიან ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები ან
ცხოველები.
ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ ისეთი სამუშაო გრაფიკი,
როდესაც სამუშაო ზონაზე არ არის აქტივობა. პროდუქტმა
შეიძლება გამოიწვიოს ცხოველების დაზიანება ღამით
სამუშაო ადგილზე.
დარწმუნდით, რომ გაზონზე არ არის ისეთი საგნები,
როგორიცაა ქვები, ტოტები, ხელსაწყოები ან
სათამაშოები. მჭრელი პირები შეიძლება დაზიანდეს, თუ
ის მოხვდება საგანს.
არ ირბინოთ, როდესაც პროდუქტს ხელით მართავთ
აპლიკაციის მეშვეობით. ყოველთვის იარეთ,
ფერდობებზე მყარად დადგით ფეხი და ყოველთვის
შეინარჩუნეთ წონასწორობა. აპლიკაციასთან ერთად
პროდუქტის გამოყენებისას ყოველთვის ჩაიცვით მყარი
ფეხსაცმელი და გრძელი შარვალი.
არ აწიოთ პროდუქტი და არ გადააადგილოთ იგი
მუშაობისას.
არ დაუშვათ პროდუქტის შეჯახება ადამიანებთან ან
ცხოველებთან. თუ ადამიანი ან ცხოველი აღმოჩნდება
პროდუქტის გზაზე, დაუყოვნებლივ შეაჩერეთ პროდუქტი.
არ დადოთ ნივთები პროდუქტზე ან დამტენ სადგურზე.
არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ STOP ღილაკი არ მუშაობს.
არ გამოიყენოთ გამხსნელები პროდუქტის გასაწმენდად.
გამორთეთ შტეფსელი დამტენი სადგურიდან სანამ
გაასუფთავებთ დამტენ სადგურს ან ჩაუტარებთ
ტექმომსახურებას.
ლითიუმ-იონის აკუმულატორები შეიძლება აფეთქდეს
ან გამოიწვიოს ხანძარი, თუ მოხსნით, ან მოხდება
მოკლე ჩართვა, აგრეთვე წყლის, ხანძრის ან მაღალი
ტემპერატურის ზემოქმედების შემთხვევაში. ფრთხილად
მოეპყარით, არ დაშალოთ, არ გახსნათ აკუმულატორი
და არ დაუშვათ რაიმე სახის ელექტრო/მექანიკური
ბოროტად გამოყენება. მოერიდეთ პირდაპირი მზის
სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილზე შენახვას.
მაშინაც კი, თუ თქვენ იყენებთ ამ რობოტ სათიბს
ინსტრუქციის შესაბამისად, გარკვეული ნარჩენი რისკები
არ არის გამორიცხული.
აკუმულატორის დასატენად გამოიყენეთ მხოლოდ ამ
მოწყობილობასთან ერთად მოწოდებული მოსახსნელი
კვების ბლოკი.
Table des Matières
loading

Ce manuel est également adapté pour:

Aura-r2 rmr3000eAura-r2 rmr6000e

Table des Matières