3M DBI-SALA Mobi-Lok 2200094 Manuel D'instruction Pour L'utilisateur page 150

Table des Matières

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 87
ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
KA
მოცემული ვაკუუმის ანკერაჟის სისტემის გამოყენებამდე წაიკითხეთ, გაეცანით და შეასრულეთ მოცემულ ინსტრუქციებში
მოყვანილი მთელი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ. წინამდებარე ინსტრუქციების უგულებელყოფას შეიძლება მოჰყვეს
სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.
წინამდებარე ინსტრუქციები უნდა გადაეცეს ამ მოწყობილობის მომხმარებელს. შეინახეთ ეს ინსტრუქციები მომავალში ცნობად
გამოყენებისთვის.
დანიშნულება:
მოცემული ვაკუუმის ანკერაჟის სისტემა გამოიყენება სიმაღლიდან ვარდნისაგან დამცავი სრული ინდივიდუალური დაცვის სისტემის
ნაწილის სახით.
მისი გამოყენება დაუშვებელია სხვა პირობებში, როგორიცაა (თუმცა ამით არ შემოიფარგლება):მასალის დამუშვებია, გასართობი ან
სპორტული საქმიანობა, ან სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის აღწერილი მომხმარებლის ინსტრუქციებში, არ არის ნებადართული
3M‑ის მიერ და შეიძლება გამოიწვიოს სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.
მოცემული მოწყობილობის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სათანადოდ გაწვრთნილი მომხმარებლისათვის სამუშაო ადგილზე
გამოსაყენებლად.
!
გაფრთხილება
ვაკუუმის ანკერაჟის სისტემა არის ვარდნისაგან დაცვის ინდივიდუალური სისტემის ნაწილი. მისი ყველა მომხმარებელი სრულად უნდა
იყოს მომზადებული ვარდნისაგან დაცვის ინდივიდუალური სისტემის უსაფრთხო მონტაჟსა და გამოყენებაში. მოცემული მოწყობილობის
არასწორად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი. ამ მოწყობილობის სათანადოდ
შერჩევის, ექსპლუატაციის, დამონტაჟების, გამართვისა და ტექმომსახურების მიზნით, იხილეთ მოცემული მომხმარებლის ინსტრუქციები
და მწარმოებლის ყველა რეკომენდაცია, მიმართეთ თქვენს ხელმძღვანელს ან დაუკავშირდით 3M‑ის ტექნიკურ სამსახურს.
ვაკუუმის ანკერაჟის სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომლებმაც მათი თავიდან
არაცილების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სხეულის სერიოზული დაშავება ან სიკვდილი:
შეამოწმეთ სისტემა თითოეულ გამოყენებამდე და მინიმუმ ყოველთვიურად. მოწყობილობა შეამოწმეთ მომხმარებლის
ინსტრუქციების შესაბამისად.
უზრუნველყავით სისტემის შემოწმება/გადამოწმება ნებისმიერი ვარდნის შემთხვევის შემდეგ და მინიმუმ ყოველწლიურად
უფლებამოსილი სერვისის ტექნიკოსის მიერ.
თუ შემოწმების შედეგად გამოვლინდება სისტემის კომპონენტში არასაიმედო ან დეფექტური მდგომარეობა, ამოიღეთ სისტემა
მოხმარებიდან და დაუბრუნეთ უფლებამოსილ სერვისცენტრს.
ამ სისტემას გააჩნია ჩაშენებული ხმოვანი განგაშის სიგნალები. გამოიყენეთ სისტემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განგაშის
სიგნალები ფუნქციონირებს და თქვენ მათი მოსმენის შესაძლებლობა გაქვთ.
ყოველთვის დაამაგრეთ ვარდნისგან დამცავი სისტემის ანკერაჟის კავშირისთვის განსაზღვრულ წერტილზე.
სისტემა უნდა დამონტაჟდეს კონკრეტულ ზედაპირებზე ან სტრუქტურაზე, როგორც ეს მომხმარებლის ინსტრუქციებშია
აღწერილი. ინსტრუქციებში ნებადართულ ფარგლებს გარეთ მონტაჟისათვის ჯერ 3M‑ის დამამზადებლისაგან მიიღეთ ნებართვა.
ზედაპირის სტრუქტურამ, სადაც სისტემა უნდა დავამაგროთ, უნდა გაუძლოს სტატიკურ ტვირთს მოცემული სისტემისთვის და
ისეთი ორიენტაციით, როგორც ამას მომხმარებლის ინსტრუქციები ითვალისწინებს.
არასოდეს გამოცვალოთ ბატარეები პოტენციურად ასაფეთქებელ გარემოში.
გამოცვალეთ ბატარეები მხოლოდ მომხმარებლის ინსტრუქციაში განსაზღვრული წესების თანახმად.
არანაირად არ გახვრიტოთ, გადააკეთოთ ან შეცვალოთ ცილინდრი ან დაწნეხილი ჰაერის ხაზი. ამან შეიძლება გამოიწვიოს
დაწნეხილი ჰაერის სახიფათო და არაკონტროლირებადი გამოშვება.
დარწმუნდით, რომ ვარდნისაგან დამცავი სისტემები/ქვესისტემები, რომლებიც აწყობილია სხვა მწარმოებლების მიერ
დამზადებული კომპონენტებისგან, არის თავსებადი და აკმაყოფილებს მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებს, მათ შორის,
ANSI Z359‑ს ან ვარდნისაგან დაცვის სხვა წესებს, სტანდარტებსა და მოთხოვნებს. ამ სისტემების გამოყენებამდე ყოველთვის
გაიარეთ კონსულტაცია კომპეტენტურ ან კვალიფიცირებულ პირთან.
სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომლებმაც, თუ არ მოვერიდებით, შეიძლება
გამოიწვიონ სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი:
დარწმუნდით, რომ თქვენი ჯანმრთელობა ან ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ გაუძლოთ სიმაღლეზე
მუშაობის დროს არსებული ყველა ძალის ზემოქმედებას. გაიარეთ ექიმის კონსულტაცია, თუ გექნებათ რაიმე შეკითხვა ამ
მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
არასოდეს არ გადააჭარბოთ ვარდნისგან დამცავი მოწყობილობის ნებადართულ დატვირთვას.
არასოდეს არ გადააჭარბოთ თქვენი დამცავი მოწყობილობის თავისუფალი ვარდნის მაქსიმალურ მანძილს.
არ გამოიყენოთ ვარდნისგან დამცავი მოწყობილობა, რომელსაც არ ჩაუტარდება ექსპლუატაციამდე ან სხვა დაგეგმილი
ინსპექტირება ან თუ არ ხართ დარწმუნებული, შეიძლება თუ არა ამ მოწყობილობის გამოყენება თქვენი მიზნებით ან შეესაბამება
თუ არა ეს მოწყობილობა თქვენი გამოყენების მიზნებს. ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით 3M‑ის ტექნიკურ
სამსახურს.
ზოგიერთი ქვესისტემის ან კომპონენტების კომბინაციამ შეიძლება შეაფერხოს მოწყობილობის მუშაობა. გამოიყენეთ
მხოლოდ თავსებადი შემაერთებლები. თუ ამ მოწყობილობას იყენებთ ისეთ კომპონენტებთან ან ქვესისტემებთან, რომლებიც
მომხმარებლის ინსტრუქციებში არ არის აღწერილი, გამოყენებამდე 3M‑ს მიმართეთ.
გამოიყენეთ დამატებითი დამცავი საშუალებები მოძრავ მოწყობილობასთან (მაგ. საბურღი კოშკურას თავზე ამძრავი),
ელექტრულ საფრთხეებთან, ექსტრემალურ ტემპერატურაზე, ქიმიურ საფრთხეებთან, ასაფეთქებელ და მომწამლავ აირებთან,
ბასრ კიდეებთან ან თქვენ თავს ზემოთ არსებულ მასალასთან მუშაობის დროს, რომელიც შეიძლება დაგეცეთ თქვენ ან
ვარდნისგან დამცავ მოწყობილობას.
გამოიყენეთ რკალის აფეთქების ან ცეცხლით მუშაობის მოწყობილობები მაღალ ტემპერატურაზე მუშაობის დროს.
მოერიდეთ ზედაპირებს და საგნებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ მომხმარებელს ან მოწყობილობას.
სიმაღლეზე მუშაობის დროს დარწმუნდით იმაში, რომ შენარჩუნებულია საკმარისი თავისუფალი ვარდნის დიაპაზონი.
არასოდეს შეცვალოთ და არ გადააკეთოთ ვარდნისაგან დაცვის მოწყობილობა. მოწყობილობის რემონტი ნებადართულია
მხოლოდ 3M‑ის ან იმ მხარეების მიერ, რომლებსაც 3M‑ისაგან მიღებული აქვთ წერილობითი ნებართვა.
ვარდნისაგან დაცვის მოწყობილობის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ წინასწარ შემუშავებული გადარჩენის გეგმა,
რომლის მიხედვითაც ინციდენტის შემთხვევაში სწრაფად შევძლებდით რეაგირებას.
ვარდნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება ჩამოვარდნილი მომუშვესთვის.
არ გამოიყენოთ სხეულის ღვედი ვარდნის შეჩერების საშუალებებისთვის. გამოიყენეთ მხოლოდ მთელი სხეულის საკიდარი.
დაიყვანეთ რხევით ვარდნის შესაძლებლობის მინიმუმამდე ანკირების წერტილის რაც შეიძლება ქვეშ მუშაობით.
მოცემული მოწყობილობის გამოყენებაში მომზადების დროს სავალდებულოა მეორადი დამცავი მოწყობილობის გამოყენება,
რომელიც გადამზადებულ მომხმარებელს დაიცავს უეცარი ვარდნის საფრთხისგან.
ყოველთვის ატარეთ სათანადო ინდივიდუალური დაცვის მოწყობილობა მოწყობილობის/სისტემის მონტაჟის, გამოყენების ან
ინსპექტირების დროს.
150
SIT 5908431 A

Publicité

Table des Matières
loading

Table des Matières