Ego Power+ EA0800 Manuel De L'opérateur page 235

Table des Matières

Publicité

გადაცემათა კოლოფის კბილანების შეზეთვა
გადაცემათა კოლოფის კბილანების შეზეთვა
გადაცემათა კოლოფში არსებული
კბილანები საჭიროებენ პერიოდულ
შეზეთვას სპეციალური საპოხით. შეამოწმეთ
გადაცემათა კოლოფის შეზეთვის დონე
ექსპლუატაციის ყოველ 50 საათიან
პერიოდში კოლოფის გვერდითა მხარეს
მოთავსებული დამლუქავი ხრახნის
მოხსნით.
თუ კბილანების გვერდებზე საპოხი მასალა
არ სჩანს, მიყევით ქვემოთ მოცემულ
ინსტრუქციას და შეავსეთ გადაცემათა
კოლოფის სივრცე 3/4-ზე საპოხი მასალით.
ბოლომდე არ გაავსოთ გადაცემათა
კოლოფი.
1. დაიჭირეთ კიდის მკრეჭავი ისე, რომ
დამლუქავი ხრახნი აღმოჩნდეს ზედა
მხარეს (ნახ. N).
2. გამოიყენეთ არსებული
მრავალფუნქციური ქანჩის გასაღები,
რათა მოუშვათ და მოხსნათ დამლუქავი
ხრახნი. გამოიყენეთ ზეთის შპრიცი (არ
არის კომპლექტში), რათა შეიყვანოთ
საპოხი მასალა ხრახნის ნასვრეტში; არ
გადააჭარბოთ მოცულობის 3/4-ზე მეტს.
3. საპოხის შეყვანის შემდეგ დაუჭირეთ
დამლუქავი ხრახნი.
ხელსაწყოს შენახვის წესი
ხელსაწყოს შენახვის წესი
მოხსენით აკუმულატორი კიდის
მკრეჭავს.
საფუძვლიანად გაწმინდეთ ხელსაწყო
შენახვამდე.
კიდის მკრეჭავი მიმაგრება მოხსნილია
ელექტრული თავიდან და ინახება ცალკე,
მოარგეთ მიმაგრების ტარის ბოლოს
ხუფი, რათა აიცილოთ თავიდან ჭუჭყის
მოხვედრა სამაგრ ქუროში.
შეინახეთ ხელსაწყო მშრალ, კარგად
განიავებად ადგილას ჩაკეტილ და მაღალ
სათავსოში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას. არ შეინახოთ ხელსაწყო
სასუქის, ბენზინის და სხვა ქიმიური
ნივთიერებების სიახლოვეს.
გარემოს დაცვა
გარემოს დაცვა
არ მოახდინოთ ელექტრული
მოწყობილობის,
აკუმულატორის დამტენის და
მისი ბატარეების მოთავსება
საყოფაცხოვრებო ნაგავში!
ევროკავშირის
2012/19/EU რეგულაციის
მიხედვით, ელექტრული და
ელექტრონული ხელსაწყოები,
რომლებიც აღარ გამოიყენება,
ასევე
2006/66/EC რეგულაციის
მიხედვით, დეფექტური
ან გამოყენებული
აკუმულატორები/ბატარეები,
უნდა შეგროვდეს ცალკეულად.
ელექტრული მოწყობილობების
ნაგავსაყრელზე მოთავსებისას,
სახიფათო ნარჩენები შესაძლოა
გაიჟონოს გრუნტის წყლებში
და მოხვდეს საკვებ ჯაჭვში,
რამაც შესაძლოა დააზიანოს
თქვენი ჯანმრთელობა და
კეთილდღეობა.
კიდის-მკრეჭავი მიმაგრება — EA0800
KA
235

Publicité

Table des Matières
loading

Table des Matières