EGO ST1300E Traduction De La Notice D'origine page 284

Masquer les pouces Voir aussi pour ST1300E:
Table des Matières

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 26
გაფრთხილება: ყოველთვის გამოიყენეთ
ხელთათმანები, როდესაც ამონტაჟებთ
ან ცვლით დამცავ ეკრანს. ფრთხილად
მოეპყარით დანას ეკრანზე და დაიცავით
ხელი გაჭრისგან.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ
ხელსაწყო მჭიდროდ დამაგრებული
დამცავი ეკრანის გარეშე. დამცავი ეკრანი
ყოველთვის უნდა იყოს დამაგრებული
ხელსაწყოზე, რათა დაიცვას მომხმარებელი!
არ შეეცადოთ მოხსნათ ან შეასწოროთ
დამცავი ეკრანის პოზიცია, თუ საჭიროა
მისი შეცვლა, მიმართეთ კვალიფიციურ
სერვისის ტექნიკოსს!
მოუშვით და მოხსენით ორი ხრახნი
ხელსაწყოს სახელურიდან (ნახ. B).
გაუსწორეთ დამცავი ეკრანის ნასვრეტები
ხრახნების ბუდეებს და მჭიდროდ
დაამაგრეთ ეკრანი სახეულზე ორი ხრახნის
საშუალებით. დარწმუნდით რომ დამცავი
ეკრანი დამაგრებულია, როგორც ნაჩვენებია
ნახ. B და C-ზე, ნებისმიერი სხვაგვარი
დამაგრება არის სახიფათო!
წინა სახელურის დამაგრება და გასწორება
ჩასვით წინა სახელური ხელსაწყოს ტარზე
(ნახ. E), შემდეგ დაამაგრეთ დამჭერი
ბლოკი სახელურის ნასვრეტში (ნახ. F),
ჩასვით ჩამკეტი ძელი და დაამაგრეთ
ფრთიანი ქანჩით (ნახ. G). თანმიმდევრობა
ნაჩვენებია ნახ. D-ზე. ბოლოს გაასწორეთ
წინა სახელურის მდებარეობა, რათა
დარწმუნდეთ რომ მკლავი არის სწორ
მდგომარეობაში სათიბის გამოყენებისას
(ნახ. H) და შემდეგ დაამაგრეთ ჩამკეტი
ძელის ბერკეტი (ნახ. I).
ნახ. D და H ნაჩვენები ნაწილების აღწერა
მოცემულია ქვევით:
D-1 რეგულირებადი
წინა სახელური
D-2 ჩამკეტი ძელი
KA
D-3 დამჭერი ბლოკი H-2 გამაფრთხილებ-
შენიშვნა: რეგულირებადი წინა სახელური
უნდა მოტრიალდეს ზევითა მხარეს, რათა
დაემიზნოს სახელურის ზედა ნაწილს.
284
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — ST1300E
D-4 ფრთიანი ქანჩი
H-1 რბილი ქურო
ელი ეტიკეტი
გაფრთხილება: რეგულირებადი წინა
სახელური მხოლოდ რბილი ქუროს წინ
დაამაგრეთ ხელსაწყოს ტარზე.
გაფრთხილება: ხელსაწყოს გამოყენება
შეუძლებელია რეგულირებადი წინა
სახელურის მჭიდროდ დამაგრების გარეშე.
გამოყენება
გაფრთხილება: შეეცადეთ მსგავსი
პროდუქტის გამოყენების გამოცდილებამ
არ გამოიწვიოს თქვენი უგულისყურობა.
დაიმახსოვრეთ რომ უგულისყურობამ
წამის მეათედშიც კი შესაძლოა მოგიტანოთ
სერიოზული ზიანი.
გაფრთხილება: ყოველთვის მოირგეთ
გვერდითა ეკრანების მქონე უსაფრთხოების
სათვალე და სმენის დამცავი საშულება. ამ
ინსტრუქციის უგულებელყოფამ შესაძლოა
გამოიწვიოს სხვადასხვა სხეულის თვალში
მოხვედრა და სხვა შესაძლო სერიოზული
ზიანი.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ
სხვა ნებისმიერი ნაწილი, რომელიც
არაა რეკომენდირებული ამ ხელსაწყოს
მწარმოებლის მიერ. არარეკომენდირებული
ნაწილის გამოყენებამ შესაძლოა მოგაყენოთ
სერიოზული ზიანი.
გაფრთხილება: აღჭურვეთ თქვენი
სათიბი მხოლოდ ბალახის ან სხვა მსგავსი
ნივთიერების ჭრისთვის შესაბამისი სათიბი
ძუით.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელსაწყო
ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის:
გაკრეჭა: გამოიყენება ბალახის და
სარეველას მოსაცილებლად კედლის, ღობის,
ხის და საზღვრების გასწვრივ.
მოთიბვა: გამოიყენება ისეთი ბალახის
მოსათიბად, რომელიც რთულადაა
მისადგომი ჩვეულებრივი სათიბი
მანქანისთვის.
შენიშვნა: ხელსაწყოს გამოყენება
შესაძლებელია მხოლოდ

Publicité

Table des Matières
loading

Table des Matières