EGO ST1300E Traduction De La Notice D'origine page 280

Masquer les pouces Voir aussi pour ST1300E:
Table des Matières

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 26
აკუმულატორის გამოყენება და მოვლა
დატენეთ მხოლოდ მწარმოებლის
მიერ მითითებული დამტენი
მოწყობილობით. დამტენმა
მოწყობილობამ, რომელიც თავსებადია
ერთი ტიპის აკუმულატორთან, შესაძლოა
წარმოშვას ხანძრის გაჩენის რისკი სხვა
აკუმულატორზე გამოყენებისას.
გამოიყენეთ ელექტრული
ხელსაწყოები მხოლოდ სპეციალურად
აღნიშნული აკუმულატორებით. სხვა
აკუმულატორების გამოყენებამ შესაძლოა
წარმოშვას ფიზიკური დაზიანების ან
ხანძრის რისკი.
როდესაც აკუმულატორს არ იყენებთ,
მოაცილეთ იგი ლითონის საგნებს,
როგორიცაა ქაღალდის კლიპი, მონეტა,
გასაღები, ლურსმანი, ხრახნი ან სხვა
მცირე ზომის ლითონის საგნები,
რომელთაც შეუძლიათ აკუმულატორის
კონტაქტების დამოკლება.
აკუმულატორის კონტაქტების
დამოკლებამ შესაძლოა გამოიწვიოს
დამწვრობა ან ხანძარი.
არასწორი მოპყრობის შემთხვევაში
სითხემ შესაძლოა გამოჟონოს
აკუმულატორიდან; მოერიდეთ მასთან
შეხებას. თუ შემთხვევით შეეხეთ
სითხეს, ჩამოიბანეთ წყლით. თუ სითხე
მოხვდა თვალებში, მიმართეთ ექიმს.
აკუმულატორიდან გამოჟონილმა სითხემ
შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება ან
დამწვრობა.
არ გამოიყენოთ აკუმულატორი ან
ხელსაწყო, რომელიც დაზიანებული
ან გადაკეთებულია. დაზიანებულმა
ან გადაკეთებულმა აკუმულატორმა
შესაძლოა გამოავლინოს
არაპროგნოზირებადი ქცევა, რამაც
შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, აფეთქება
ან პირადი ზიანი.
KA
არ მოათავსოთ აკუმულატორი
ან ხელსაწყო ცეცხლში ან მაღალ
ტემპერატურულ გარემოში. 100 °C-ზე
მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა
გამოიწვიოს აფეთქება.
280
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — ST1300E
მიყევით დატენვის ინსტრუქციებს
და არ დატენოთ აკუმულატორი
ინტრუქციაში მითითებული
ტემპერატურული დიაპაზონის გარეთ.
არასწორი დატენვა ანდა აკუმულატორის
დატენვა ინსტრუქციაში მითითებული
ტემპერატურული დიაპაზონის გარეთ
ზრდის ხანძრის რისკს.
ტექნიკური სერვისი
ხელსაწყოს ტექნიკური სერვისი
შეასრულებინეთ კვალიფიციურ პირს
მხოლოდ იდენტური სათადარიგო
ნაწილების გამოყენებით. მსგავსი
პროცედურა უზრუნველყოფს ხელსაწყოს
უსაფრთხოდ მუშაობას.
არასოდეს შეაკეთოთ დაზიანებული
აკუმულატორები. აკუმულატორების
სერვისი მხოლოდ მწარმოებლის
ან ავტორიზირებული სერვისის
მომწოდებლის მიერ არის შესაძლებელი.
გაფრთხილება: გაეცანით ამ ელექტრულ
ხელსაწყოსთან დაკავშირებულ ყველა
უსაფრთხოების მითითებას, ინსტრუქციას,
ილუსტრაციას და სპეციფიკაციას. ქვემოთ
ჩამოთვლილი ყველა ინსტრუქციის
უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს
ელექტრული შოკი, ხანძარი და/ან
მოგაყენოთ სერიოზული ზიანი. შეინახეთ
ყველა მითითება და ინსტრუქცია
სამომავლოდ გამოყენებისთვის.
შეინახეთ ყველა მითითება და ინსტრუქცია
სამომავლოდ გამოყენებისთვის.
ტრენინგი
ყურადღებით წიკითხეთ ინსტრუქციები.
შეისწავლეთ ხელსაწყოს კონტროლის
ღილაკები და მათი მართებული
გამოყენების გზა.
არასდროს მისცეთ ხელსაწყოს
გამოყენების უფლება ამ ინსტრუქციების
არმცოდნე პირებს ან ბავშვებს.
ადგილობრივმა კანონმდებლობამ
შესაძლოა შეზღუდოს ხელსაწყოს
მომხარებლის ასაკი.

Publicité

Table des Matières
loading

Table des Matières