EGO ST1300E Traduction De La Notice D'origine page 281

Masquer les pouces Voir aussi pour ST1300E:
Table des Matières

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 26
გაითვალისწინეთ რომ ოპერატორი ან
მომხმარებელი პასუხისმგებელია იმ
შემთხვევებზე ან საფრთხეებზე რაც
შესაძლოა წარმოექმნას სხვა პირებს ან
მათ ქონებას.
მომზადება
არასოდეს გამოიყენოთ ხელსაწყო თუ
სხვა პირები, განსაკუთრებით ბავშვები ან
შინაური ცხოველები არიან ახლოს.
ყოველთვის გამოიყენეთ თვალის დამცავი
საშუალებები და მყარი ფეხსაცმელი
ხელსაწყოთი სარგებლობისას.
ხელსაწყოსა და სხვა პირებს შორის
დისტანცია უნდა იყოს მინიმუმ 15 მეტრი.
არასდროს გამოიყენოთ ხელსაწყო,
როდესაც ბრძანდებით დაღლილი,
იმყოფებით ავად ან ალკოჰოლის ან სხვა
ნარკოტიკების გავლენის ქვეშ.
ექსპლუატაცია
ხელსაწყოთი სარგებლობა
ნებადართულია მხოლოდ დღის
სინათლეზე ან კარგი ხელოვნური
განათების პირობებში.
არასოდეს გამოიყენოთ ხელსაწყო
დაზიანებული დამცავებით ან ეკრანებით,
ან დამცავებისა და ეკრანების გარეშე.
მოტორი ჩართეთ მხოლოდ მაშინ,
როდესაც ხელები და ფეხები
მოშორებულია მთიბავ ნაწილებს.
ყოველთვის გამორთეთ ხელსაწყო დენის
წყაროდან (ან მოხსენით აკუმულატორი),
როდესაც სტოვებთ ხელსაწყოს
ყურადღების გარეშე;
გაჭედილი ობიექტებისაგან სათიბის
გაწმენდამდე;
ხელსაწყოს შემოწმებამდე, გაწმენდამდე
ან ჩართვამდე.
უცხო ობიექტზე შეჯახების შემდეგ;
როდესაც მანქანა იწყებს უჩვეულო
ვიბრაციას.
დაიცავით ხელები და ფეხები
მთიბავი ნაწილებისგან გამოწვეული
დაზიანებისაგან.
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — ST1300E
ყოველთვის დარწმუნდით რომ
საჰაეროები ნარჩენებისგან ცარიელია.
ექსპლუატაცია და შენახვა
გამორთეთ ხელსაწყო დენის წყაროდან
(ან მოხსენით აკუმულატორი), სანამ
შეუდგებოდეთ ხელსაწყოს ტექნიკური
სერვისის ან წმენდის პროცესს.
გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებელის
მიერ რეკომენდირებული ნაწილები ან
აქსესუარები.
გაუკეთეთ ხელსაწყოს რეგულარული
შემოწმება და ინსპექტირება. ხელსაწყოს
შეკეთება მიანდეთ მხოლოდ
ავტორიზირებულ ხელოსანს.
შეინახეთ ხელსაწყო ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას.
სხვა უსაფრთხოების გაფრთხილებები
მოერიდეთ საშიშ გარემო პირობებს - არ
გამოიყენოთ სათიბი ნესტიან ან სველ
ფერდობზე.
დამცავი ეკრანები იქონიეთ ხელსაწყოზე
შესაბამის ადგილას და მუშა
მდგომარეობაში.
მოარიდეთ ხელები და ფეხები მჭრელ
ნაწილებს.
ფიზიკური ზიანის რისკის
შესამცირებლად, არასოდეს ამუშაოთ
ხელსაწყო კიბეზე ან სხვა არამყარი
საყრდენის მქონე ობიექტზე დგომისას.
არასოდეს დაიჭიროთ ხელსაწყოს
მჭრელი ნაწილი წელს ზევით.
შეამოწმეთ მჭრელი ნაწილი
რეგულარული მცირე ინტერვალებით
ხელსაწყოთი სარგებლობისას, ან
დაუყონებლივ, თუ წარმოიქმნა
მნიშვნელოვანი ცვლილება თიბვის
პროცესის განმავლობაში.
საუკეთესო შედეგის მისაღებად, თქვენი
აკუმულატორი დატენეთ 5° C-დან 40°
C.-მდე ტემპერატურის პირობებში.
არ შეინახოთ ხელსაწყო გარეთ ან
ავტომობილში.
KA
281

Publicité

Table des Matières
loading

Table des Matières