Bosch GRL 250 HV Professional Notice Originale page 191

Masquer les pouces Voir aussi pour GRL 250 HV Professional:
Table des Matières

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 26
სიბრტყე თანღერძულობის გასამარტივებლად ან
პარალელური გასწორებისთვის დიაპაზონში ±8 %
შეგიძლიათ მოაბრუნოთ ვერტიკალური ღერძის
ირგვლივ.
საათის ისრის მიმართულებით მობრუნებისთვის,
დააჭირეთ ღილაკს საათის ისრის მიმართულებით
მობრუნება (23) დისტანციური მართვის პულტზე.
საათის ისრის საწინააღმდეგოდ მობრუნებისთვის,
დააჭირეთ ღილაკს საათის ისრის საწინააღმდეგოდ
მობრუნება (24) დისტანციური მართვის პულტზე.
ავტომატური ნიველირების ფუნქცია
მიმოხილვა
საზომი ხელსაწყო დამოუკიდებლად ამოიცნობს
ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ პოზიციას.
ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ პოზიცებში
გადასართველად გამორთეთ საზომი ხელსაწყო,
ისევ განათავსეთ, ხოლო შემდეგ ჩართეთ.
ჩართვის შემდეგ საზომი ხელსაწყო ამოწმებს
ნიველირების სიზუსტეს ჰორიზონტალურ ან
ვერტიკალურ პოზიციაში და ავტომატურად
ანაზღაურებს უზუსტობებს თვითნიველირების
დიაპაზონის ფარგლებში დაახ. ±8 % (±4,6°).
ნიველირების პროცესში მდგომარეობის
ინდიკატორი (3) ციმციმებს მწვანედ, ლაზერი არ
ტრიალებს და ციმციმებს.
საზომი ხელსაწყო გასწორებულია, როგორც კი
მდგომარეობის ინდიკატორი (3) აინთება მწვანედ,
ხოლო ლაზერი ანთია უწყვეტად. ნიველირების
დასრულების შემდეგ საზომი ხელსაწყო
ავტომატურად ირთვება როტაციის რეჟიმში.
თუ საზომი ხელსაწყო დახრილია 8 %-ზე მეტად
ჩართვის ან პოზიციის შეცვლის შემდეგ,
ნიველირება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში წყდება
ბრუნვა, ლაზერი ციმციმებს, ხოლო მდგომარეობის
ინდიკატორი (3) ხანგრძლივად ანთია წითლად.
საზომი ხელსაწყო განათავსეთ თავიდან და
დაელოდეთ, სანამ არ შესრულდება ავტომატური
თვითნიველირება. პოზიციის შეცვლის გარეშე
ლაზერი ავტომატურად გამოირთობა 2 წთ შემდეგ,
ხოლო საზომი ინსტრუმენტი - 2 სთ შემდეგ.
ნიველირები საზომი ხელსაწყო მუდმივად ამოწმებს
თავის ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ პოზიციას.
პოზიციის შეცვლის შემთხვევაში ავტომატურად
სრულდება თვითნიველირება. ზომვის
შეცდომებისგან თავის არიდების მიზნით, ბრუნვა
ჩერდება ნიველირების პროცესში, ლაზერი
ციმციმებს, ხოლო მდგომარეობის ინდიკატორი (3)
ციმციმებს მწვანედ.
 რყევის შესახებ გაფრთხილების ფუნქცია
საზომი ხელსაწყო აღჭურვილია რყევის შესახებ
გაფრთხილების ფუნქციით. პოზიციის შეცვლის,
საზომი ხელსაწყოს რყევის ან გრუნტის ვიბრაციის
შემთხვევაში ეს ფუნქცია თავიდან აგარიდებთ
თვითნიველირებას ახალ პოზიციაში და, ამგვარად,
Bosch Power Tools
საზომი ხელსაწყოს გადაადგილებით გამოწვეულ
შეცდომებს.
მდგომარეობის შესახებ გაფრთხილების ჩართვა/
აქტივაცია: დააჭირეთ მდგომარეობის
გაფრთხილების ჩართვის ღილაკს (2).
მდგომარეობის გაფრთხილების ინდიკატორი (1)
ხანგრძლივად ანათებს მწვანედ. მდგომარეობის
შესახებ გაფრთხილება აქტიურდება
მდგომარეობის გაფრთხილების ფუნქციის
ჩართვიდან დაახლოებით 30 წ შემდეგ.
რყევის გაფრთხილების ამუშავება: თუ
ნიველირების სიზუსტის დიაპაზონი
გადაჭარბებულია საზომი ხელსაწყოს პოზიციის
შეცვლისას ან ძლიერი დარტყმის დაფიქსირებისას,
ამუშავდება რყევის შესახებ გაფრთხილება:
ლაზერის ბრუნვა წყდება, ლაზერული სხივი
ციმციმებს, მდგომარეობის ინდიკატორი (3) ქრება,
ხოლო რყევის შესახებ გაფრთხილების
ინდიკატორი (1) ციმციმებს წითლად.
მუშაობის მიმდინარე რეჟიმი შეინახება.
თუ რყევის შესახებ გაფრთხილება გამორთულია
დააჭირეთ ჩართვის ღილაკს (2) საზომ ხელსაწყოზე
ან რყევის შესახებ გაფრთხილების ჩართვის (22)
ღილაკს დისტანციური მართვის პულტზე.რყევის
შესახებ გაფრთხილების ფუნქცია გადაიტვირთება,
და საზომი ხელსაწყო ჩართავს
ნიველირებას.როგორც კი საზომი ხელსაწყო
გასწორდება (მდგომარეობის ინდიკატორი (3)
მუდმივად ანთია მწვანედ), ის ავტომატურად
ირთვება მუშაობის შენახულ რეჟიმში.
შეამოწმეთ ლაზერული სხივის მდგომარეობა
რეპერული წერტილით და საჭიროების
შემთხვევაში შეასწორეთ სიმაღლე ან საზომი
ხელსაწყოს ორიენტაცია.
თუ რყევის შესახებ გაფრთხილების ამოქმედების
შემდეგ ფუნქცია განმეორებით არ ირთვება
ჩართვის ღილაკით (2) საზომ ხელსაწყოზე ან
რყევის შესახებ გაფრთხილების განულების
ღილაკით (22) დისტანციური მართვის პულტზე,
ლაზერი ავტომატურად გამოირთობა 2 წთ-ის
შემდეგ, ხოლო საზომი ხელსაწყო – 2 სთ-ის
შემდეგ.
რყევის შესახებ გაფრთხილების ფუნქციის
გამორთვა: დააჭირეთ ერთხელ რყევის შესახებ
გაფრთხილების ჩართვის ღილაკს (2) ან
გამორთული რყევის შესახებ გაფრთხილების
შემთხვევაში (რყევის შესახებ გაფრთხილების
ინდიკატორი (1) ციმციმებს წითლად) – ორჯერ.
თუ რყევის შესახებ გაფრთხილება გამორთულია,
რყევის შესახებ გაფრთხილების ინდიკატორი
ჩაქრება.
მითითება: დისტანციური მართვის პულტის
დახმარებით რყევის შესახებ გაფრთხილების
ფუნქციის ჩართვა ან გამორთვა შეუძლებელია, მისი
გადატვირთვა შეიძლება მხოლოდ ამუშავების
შემდეგ.
ქართული | 191
1 609 92A 7AR | (07.02.2022)

Publicité

Table des Matières
loading

Table des Matières