Bosch GRL 250 HV Professional Notice Originale page 190

Masquer les pouces Voir aussi pour GRL 250 HV Professional:
Table des Matières

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 26
190 | ქართული
ხელსაწყო გამოყენების შემდეგ. ლაზერის
სხივმა შეიძლება დააბრმავოს სხვა ადამიანები.
თქვენ შეგიძლიათ სამუშაო რეჟიმის დაყენება
უშუალოდ ნიველირების პროცესში როტაციული
რეჟიმის ღილაკით (5) ან ხაზური რეჟიმის
ღილაკით (11). ამ შემთხვევაში საზომი ხელსაწყო
ირთვება მუშაობის არჩეული რეჟიმით
ნიველირების დასრულების შემდეგ.
საზომი ხელსაწყოს გამოსართავად, ისევ
დააჭირეთ ამომრთველს (4).
ბატარეების დასაცავად საზომი ხელსაწყო
ავტომატურად გამოირთობა, თუ ის იმყოფება
თვითნიველირების დიაპაზონს გარეთ 2 სთ-ზე
მეტხანს ან თუ რყევის შესახებ გაფრთხილება
მუშაობს 2 სთ-ზე მეტხანს. დააყენეთ საზომი
ხელსაწყო და ისევ ჩართეთ ის.
მუშაობის რეჟიმი
მუშაობის რეჟიმების მიმოხილვა
მუშაობის ყველა 3 რეჟიმი შესაძლებელია საზომი
ხელსაწყოს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ
პოზიციებში.
როტაციული რეჟიმი
როტაციული რეჟიმი განსაკუთრებით
რეკომენდირებულია ლაზერული
მიმღების გამოყენებისას. შეგიძლიათ
აირჩიოთ ბრუნვის სხვადასხვა
სიჩქარეები.
ხაზური რეჟიმი
მუშაობის ამ რეჟიმში ცვლადი
ლაზერული სხივი მოძრაობს გახსნის
შეზღუდულ კუთხეში. ამის წყალობით
უმჯობესდება ლაზერული სხივის
ხილვადობა როტაციულ რეჟიმთან
მიმართებაში. შეგიძლიათ აირჩიოთ გახსნის
სხვადასხვა კუთხე.
წერტილოვანი რეჟიმი
მუშაობის ამ რეჟიმში მიიღწევა საზომი
ლაზერული სხივის საუკეთესო
ხილვადობა. ის ემსახურება მაგ.,
ჰორიზონტალების უბრალო გადატანებს
ან დამთხვევის ხაზის შემოწმებას.
ხაზური და წერტილოვანი რეჟიმები არ არის
განკუთვნილი ლაზერული მიმღებით
მუშაობისთვის (30).
 როტაციული რეჟიმი
საზომი ხელსაწყო ჩართვის შემდეგ როტაციულ
რეჟიმში იმყოფება ბრუნვის სტანდარტული
სიჩქარით (300 ბრ/წთ).
ხაზური რეჟიმიდან როტაციულ რეჟიმზე
გადასასვლელად დააჭირეთ როტაციული რეჟიმის
ღილაკს (5) ან როტაციული რეჟიმის ღილაკს (20)
დისტანციური მართვის პულტზე.
ბრუნვის სიჩქარის შესაცვლელად დააჭირეთ
როტაციული რეჟიმის ღილაკს (5) ან როტაციული
რეჟიმის ღილაკს (20) დისტანციური მართვის
1 609 92A 7AR | (07.02.2022)
პულტზე რამოდენიმეჯერ, სანამ ეკრანზე არ
გამოჩნდება საჭირო სიჩქარე.
ლაზერული მიმღების მუშაობისას საჭიროა ბრუნვის
მაქსიმალური სიჩქარის დაყენება. ლაზერული
მიმღების გარეშე მუშაობისას გამოიყენეთ ბრუნვის
დაბალი სიჩქარე, რათა გააუმჯობესოთ ლაზერული
სხივის ხილვადობა, და გამოიყენეთ ლაზერული
ხელსაწყოთი მუშაობის სათვალე (40).
 ხაზური რეჟიმი/წერტილოვანი რეჟიმი
ხაზურ რეჟიმში ან წერტილოვან რეჟიმში დააჭირეთ
ხაზური რეჟიმის ღილაკს (11) ან ხაზური რეჟიმის
ღილაკს (21) დისტანციური მართვის პულტზე.
საზომი ხელსაწყო გადაერთვება ხაზურ რეჟიმში
გახსნის მინიმალური კუთხით.
გახსნის კუთხის შესაცვლელად დააჭირეთ ხაზური
რეჟიმის ღილაკს (11) ან ხაზური რეჟიმის
ღილაკს (21) დისტანციური მართვის პულტზე
რამოდენიმეჯერ, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება
საჭირო რეჟიმი. გახსნის კუთხე იზრდება
ეტაპობრივად ყოველი დაჭერის შემდეგ,
ამავდროულად ბრუნვის სიჩქარე იზრდება ყოველი
ეტაპისას.
გახსნის მაქსიმალური კუთხის მიღწევის შემდეგ
საზომი ხელსაწყო გადადის წერტილოვან რეჟიმში
ხანმოკლე ვიბრაციის შემდეგ. ხაზური რეჟიმის
ღილაკზე განმეორებითი დაჭერა (11) აბრუნებს
ხელსაწყოს ხაზურ რეჟიმში გახსნის მინიმალური
კუთხით.
მითითება: ინერტულობის მიზეზით ლაზერი ოდნავ
სცდება ლაზერული ხაზის ბოლო წერილებს.
ფუნქციები
 ხაზის/წერტილის მობრუნება
ჰორიზონტალურ პოზიციაში ბრუნვის სიბრტყეზე
(იხ. სურ. A)
თუ საზომი ხელსაწყო განთავსებულია
ჰორიზონტალურად, ლაზერული სხივი ან
ლაზერული წერტილი შეგიძლიათ განათავსოთ
ლაზერის ბრუნვის სიბრტყის ფარგლებში.
მობრუნება შესაძლებელია 360°.
ამისათვის ხელით მოატრიალეთ როტაციული
თავაკი (10) საჭირო პოზიციაში ან გამოიყენეთ
დისტანციური მართვის პულტი: საათის ისრის
მიმართულებით მობრუნებისთვის, დააჭირეთ
ღილაკს საათის ისრის მიმართულების
მობრუნება (23) დისტანციური მართვის პულტზე,
საათის ისრის საწინააღმდეგოდ მობრუნებისთვის,
დააჭირეთ ღილაკს საათის ისრის საწინააღმდეგოდ
მობრუნება დისტანციური მართვის პულტზე (24).
როტაციულ რეჟიმში ღილაკები არ მუშაობს.
 ბრუნვის სიბრტყე ვერტიკალური
ბრუნვისას (იხ. სურ. B)
საზომი ხელსაწყოს ვერტიკალურ პოზიციაში
ლაზერული წერტილი, ლაზერული ხაზი ან ბრუნვის
Bosch Power Tools

Publicité

Table des Matières
loading

Table des Matières