Ego Power+ BC1500E-F Manuel D'utilisation page 274

Table des Matières

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 26
გამოყენება
გამოყენება
ხელსაწყოთი სარგებლობა
ნებადართულია მხოლოდ დღის
სინათლეზე ან კარგი ხელოვნური
განათების პირობებში.
არასოდეს გამოიყენოთ ხელსაწყო
დაზიანებული დამცავებით ან ეკრანებით,
ან დამცავებისა და ეკრანების გარეშე.
მოტორი ჩართეთ მხოლოდ მაშინ,
როდესაც ხელები და ფეხები
მოშორებულია მთიბავ ნაწილებს.
ყოველთვის გამორთეთ ხელსაწყო დენის
წყაროდან (ანუ გამორთეთ შტეფსელიდან
ან მოხსენით აკუმულატორი).
როდესაც სტოვებთ ხელსაწყოს
ყურადღების გარეშე;
გაჭედილი ობიექტებისაგან სათიბის
გაწმენდამდე;
ხელსაწყოს შემოწმებამდე, გაწმენდამდე ან
ჩართვამდე;
უცხო ობიექტზე შეჯახების შემდეგ;
როდესაც მანქანა იწყებს უჩვეულო
ვიბრაციას.
დაიცავით ხელები და ფეხები
მთიბავი ნაწილებისგან გამოწვეული
დაზიანებისაგან.
ყოველთვის დარწმუნდით რომ
საჰაეროები ნარჩენებისგან ცარიელია.
ექსპლუატაცია და შენახვა
ექსპლუატაცია და შენახვა
ყოველთვის გამორთეთ ხელსაწყო დენის
წყაროდან (ანუ გამორთეთ შტეფსელიდან
ან მოხსენით აკუმულატორი) ხელსაწყოს
შეკეთებამდე ან გაწმენდამდე.
გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებელის
მიერ რეკომენდირებული ნაწილები ან
აქსესუარები.
გაუკეთეთ ხელსაწყოს რეგულარული
შემოწმება და ინსპექტირება. ხელსაწყოს
შეკეთება მიანდეთ მხოლოდ
ავტორიზირებულ ხელოსანს.
შეინახეთ ხელსაწყო ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას.
274
KA
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი ველოსიპედის ტიპის
სახელურით — BC1500E-F
სხვა უსაფრთხოების გაფრთხილებები
სხვა უსაფრთხოების გაფრთხილებები
მოერიდეთ საშიშ გარემო პირობებს - არ
გამოიყენოთ სათიბი ნესტიან ან სველ
პირობებში.
ყოველთვის გათიშეთ ელექტრული
სათიბი ან მოხსენით აკუმულატორი,
როდესაც ტოვებთ ხელსაწყოს
ყურადღების გარეშე.
არ გამოიყენოთ წვიმის დროს.
მოარიდეთ ბავშვებს - ყველა გარეშე პირი
უნდა იმყოფებოდეს სამუშაო არედან
გარკვეულ დისტანციაზე.
ჩაიცვით შესაბამისად - არ გამოიყენოთ
განიერი, ფრიალა ტანსაცმელი და
ძვირფასეულობა. ისინი შესაძლოა
ჩაითრიოს ხელსაწყოს მოძრავმა
ნაწილებმა. რეკომენდირებულია
რეზინის ხელთათმანების და დახურული
ფეხსაცმელის გამოყენება გარეთ
მუშაობისას. გამოიყენეთ თმის დამცავი
ბადე გრძელი თმის ქონის შემთხვევაში.
გამოიყენეთ უსაფრთხოების სათვალეები
- ყოველთვის გამოიყენეთ სახის ნიღაბი
ან მტვრის საწინააღმდეგო ნიღაბი თუ
მუშაობისას წარმოიქმნება მტვერი.
გამოიყენეთ ხელსაწყო
დანიშნულებისამებრ - არ გამოიყენოთ
ხელსაწყო ისეთი სამუშაოსთვის,
რომლისთვისაც იგი არაა განკუთვნილი.
არ დაატანოთ ძალა ელექტრო მთიბავს -
დიზაინიდან გამომდინარე იგი თავადვე
სწორად შეასრულებს სამუშაოს და
შეამცირებს პირადი ზიანის მიყენების
რისკს.
არ შეეხოთ მოძრავ სახიფათო
ნაწილებს ხელსაწყოს გამორთვამდე
ან აკუმულატორის მოხსნამდე და
სანამ მოძრავი ნაწილები სრულად არ
გაჩერდება.
არ გადაიხაროთ - ყოველთვის დაიცავით
ბალანსი და მყარად იდექით ფეხზე.
იხავით ფხიზლად - ყურადღება მიაქციეთ
რას აკეთებთ. იმოქმედეთ საღი აზრის
გათვალიწინებით. არ ამუშაოთ სათიბი,
როდესაც დაღლილი ბრძანდებით.

Publicité

Table des Matières
loading

Table des Matières