Télécharger Imprimer la page

3M DBI-SALA Nano-Lok 3101207 Mode D'emploi page 154

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 96
;
ჩამუხვლა ან ჩაკუზვა : მე -4 სურათზე მოცემულ ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონებში იგულისხმება , რომ
მუშა ფეხზე დგას . თუ მუშა მუხლებზე ან ჩაკუზული იქნება , უსაფრთხო დიაპაზონს 0,9 მ (3 ფუტი ) უნდა
დაემატოს .
;
ნურასოდეს მიამაგრებთ ფეხების ქვედა დონეზე : ნურასოდეს მიამაგრებთ ანკერაჟის წერტილს
ფეხების ქვედა დონეზე .
საფრთხეები: საფრთხის შემცველ გარემოში ამ მოწყობილობის გამოყენება დამატებით სიფრთხილეს
მოითხოვს, რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანის ან მოწყობილობის დაზიანება. ეს საფრთხეებია (მაგრამ არ
შემოიფარგლება): მაღალი ტემპერატურა, კაუსტიკური ქიმიური ნივთიერებები, კოროზიული გარემო, მაღალი
ძაბვის ხაზები, ასაფეთქებლები ან ტოქსიკური გაზები, მოძრავი მანქანა-დანადგარები ან თქვენ თავზემოთ
არსებული საგნები, რომლებიც შეიძლება ჩამოცვივდეს და მომხმარებელს ან ვარდნის შეკავების სისტემას
დაეცეს. მოერიდეთ ისეთ ადგილზე მუშობას, სადაც საანკერო ხაზები შეიძლება გადაიკვეთოს ან გაიბლანდოს
მეორე მუშის ხაზთან. მოერიდეთ მუშაობას იქ, სადაც საგნები შეიძლება ჩამოცვივდეს და საანკერო ხაზს
დაეცეს; ამის შედეგად შეიძლება წონასწორობა დაკარგოთ ან საანკერო ხაზი დაზიანდეს. საანკერო ხაზს
იღლიების ქვეშ ან ფეხებს შორის ნუ გაატარებთ.
მჭრელი კიდეები: მჭრელ კიდეებს, რომლებსაც საანკერო ხაზის თვითშემტაცი შეიძლება მიედოს ვარდნის
დროს, უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 0,3 სმ (0,125 დუიმი) რადიუსი. იქ, სადაც მჭრელ კიდესთან კონტაქტი
გარდაუვალია, ეს კიდეები დაფარეთ დამცავი მასალით.
2.0 სისტემის გამოყენება
2.1
ვარდნისგან დაცვის და სამაშველო გეგმა: კომპანიას შემუშავებული უნდა ჰქონდეს ვარდნისგან დაცვისა და
სამაშველო გეგმა. კომპანიის გეგმაში მითითებული უნდა იყოს ვარდნისაგან დაცვის პროგრამის სახელმძღვანელო
დებულებები და მოთხოვნები, მათ შორის, წესები, მოვალეობები და წვრთნები; ვარდნისგან დაცვის პროცედურები;
ვარდნის საფრთხეების თავიდან აცილება და კონტროლი; სამაშველო პროცედურები; ინციდენტების გამოძიება და
პროგრამის ეფექტურობის შეფასება.
2.2
შემოწმებათა სიხშირე: მათ გამოყენებამდე თვითშემტაცები უნდა შეამოწმოს უფლებამოსილმა პირმა
ყოველ გამოყენებამდე (იხილეთ ცხრილი 3). ამას გარდა, შემოწმება უნდა განახორციელოს
მაშველმა
2
კომპეტენტურმა პირმა
ხანგრძლივი გამოყენება და ა. შ.) შეიძლება უფრო ხშირად იყოს საჭირო კომპეტენტური პირის მიერ
მოწყობილობის შემოწმება. კომპეტენტურმა პირმა უნდა გამოიყენოს შემოწმებების გრაფიკი ( ცხრილი 2), რათა
განსაზღვროს შემოწმებათა შესაფერისი ინტერვალები. შემოწმების პროცედურები აღწერილია „შემოწმებებისა
და ტექმომსახურების ჟურნალში" ( ცხრილი 3). კომპეტენტური პირის მიერ შემოწმების შედეგები უნდა აისახოს
„შემოწმებებისა და ტექმომსახურების ჟურნალში" ან ჩაიწეროს რადიოსიხშირის იდენტიფიკაციის (RFID) სისტემის
საშუალებით (იხილეთ თავი 5).
2.3
ნორმალური ოპერაციები: ნორმალურ ოპერაციებში, როცა მუშა ნორმალური სიჩქარით გადაადგილდება,
საანკერო ხაზი გაიშლება და შეიტაცება დაბრკოლების ან დაჭიმულობის შემცირების/მოშვების გარეშე. თუ
ვარდნა მოხდება, სიჩქარის მიმართ მგრძნობელობით აღჭურვილი სამუხრუჭო სისტემა ამოქმედდება და ვარდნას
შეაჩერებს წარმოქმნილი ენერგიის შთანთქმის გზით. მუშაობის ნორმალურ პირობებში უეცარ ან სწრაფ მოძრაობას
უნდა მოვერიდოთ, ვინაიდან ამან შეიძლება თვითშემტაცის საკეტი აამოქმედოს. საანკერო ხაზის მარშრუტის
ბოლოში დაწყებული ვარდნის შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია სარეზერვო ხაზის სისტემა ანუ ენერგიის
შთანმთქმელი, რათა შემცირდეს ვარდნის შეჩერების ძალები.
2.4
სხეულის საყრდენი: მთელი სხეულის საკიდარი თვითშემტაც მოწყობილობასთან ერთად უნდა გამოვიყენოთ.
საკიდრის სამაგრი წერტილი უნდა იყოს განლაგებული მომხმარებლის სიმძიმის ცენტრის თავზემოთ. თვითშემტაც
მოწყობილობაში ჩვეულებრივი ქამრის გამოყენება არ შეიძლება. თუ ჩვეულებრივი ქამრის გამოყენების დროს
მოხდება ვარდნა, ამ დროს ქამარი შეიძლება თავად გაიხსნას ან, ვინაიდან ეს ქამარი სხეულს არასწორად დაიჭერს,
ადამიანი დაშავდეს.
2.5
კომპონენტების თავსებადობა: თუ ეს სხვაგვარად მითითებული არაა, 3M-ის აღჭურვილობა გათვლილია მხოლოდ
3M-ის მიერ დამტკიცებულ კომპონენტებსა და ქვესისტემებში გამოსაყენებლად. ისეთი კომპონენტების ან
ქვესისტემების გამოყენებამ ან შენაცვლებამ, რომლებიც დამტკიცებული არ არის, შეიძლება შეუთავსებლობის
რისკი გამოიწვიოს და უარყოფითად იმოქმედოს მთლიანი სისტემის საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე.
2.6
შემაერთებლების თავსებადობა: შემაერთებლები შესაერთებელ ელემენტებთან თავსებადად მიიჩნევიან
მაშინ, როცა ისინი ერთად სამუშაოდ არის შექმნილი და მათი ზომა და ფორმა ჩამკეტ მექანიზმს უცებ არ გახსნის
მიუხედავად იმისა, თუ ისინი როგორ ორიენტაციას მიიღებენ. თავსებადობის შესახებ თუ რაიმე შეკითხვა
გაგიჩნდებათ, დაუკავშირდით 3M-ს. შემაერთებლები (კაუჭები, კარაბინები და D-რგოლები) უნდა უძლებდნენ
მინიმუმ 22,2 კნ-ს (5000 გირვანქა/2267 კგ). შემაერთებლები უნდა იყოს ანკირებასთან ან სისტემის სხვა
კომპონენტებთან თავსებადი. ნუ გამოიყენებთ არათავსებად მოწყობილობებს. არათავსებადი შემაერთებლები
შეიძლება მოულოდნელად გაიხსნას (იხილეთ სურათი 5). შემაერთებლები თავსებადი უნდა იყოს ზომით, ფორმითა
და გამძლეობით. საჭიროა თვითჩამკეტი სასხლეტი კაუჭები ან კარაბინები. თუ შემაერთებელი ელემენტი,
რომელზეც სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი მაგრდება, უფრო პატარა ზომისაა ან სხვა ფორმისაა, როგორც კი მას
ძალა დაადგება, კაუჭის ან კარაბინის რაზა შეიძლება გაიხსნას (A). ძალის მოხვედრისას თუ რაზა გაიხსნება (B),
სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი მიმაგრების წერტილიდან მოძვრება (C).
1 უფლებამოსილი პირი: ადამიანი რომელიც კომპანიამ დაიქირავა , რათა იმუშაოს ისეთ ადგილებში , სადაც ვარდნის საშიშროება არსებობს .
2 მაშველი: საშველი ადამიანისაგან განსხვავებული ადამიანი ან ადამიანები , რომლებიც სამაშველო სისტემას ამუშავებენ სამაშველო ოპერაციებში .
3 კომპეტენტური პირი: კომპანიის მიერ დანიშნული პირი , რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს , დანერგოს და თვალყური ადევნოს კომპანიის ვარდნისაგან
დაცვის პროგრამას . ამ ადამიანს მიღებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი წვრთნა და განათლება და უნდა შეეძლოს ვარდნის პოტენციური საშიშროების
გამოცნობა , შეფასება და გამოსწორება . მას კომპანიამ უნდა მიანიჭოს უფლებამოსილება , სასწრაფო ზომები მიიღოს ამგვარ საშიშროებებთან
დაკავშირებით .
და არა თავად მომხმარებელმა. უკიდურეს სამუშაო პირობებში (მკაცრი გარემო,
3
154
1
ან

Publicité

loading